ქართველი არქიტექტორი და დიზაინერი გიორგი პაპასკირი ახალ პროექტზე მუშაობს, ეს არის საცხოვრებელი სახლი წავკისში, რომელიც, ამავდროულად, აგარაკის ფუნქციასაც შეითავსებს. სწორედ ამიტომ, ავტორის თქმით, პროექტი ლოგიკურ მიდგომას და ყველა სამშენებლო წესის გათვალისწინებას საჭიროებდა. არქიტექტორის მთავარი ამოცანა არსებულ დახრილ რელიეფზე პროექტის გონივრულად მორგება და სწორი კონსტრუქციული გადაწყვეტის მოძებნა იყო, რადგან მიწის სამუშაოების შესრულება დიდ ხარჯებთან არის […]