დღეს IDAAF ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს, გუჩო ხოსიტაშვილს გაგაცნობთ. თბილისში დაბადებულმა ხელოვანმა ფერწერის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა, დღეს კი მხატვრობა თავისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. გუჩომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა; ხოლო ფერწერის დაუფლება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო და მას შემდეგ ნამუშევრებს ძირითადად ზეთში ქმნის. არაა რომელიმე კონკრეტული სტილის მიმდევარი; მისი ნამუშევრები […]