ჩინეთის ქალაქი გუანჭოუ (Guangzhou) სხვა ღირებულებებთან ერთად იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ ზაჰა ჰადიდის განსაკუთრებულად საინტერესო შენობა მდებარეობს. ერთი შეხედვისთანავე იგრძნობა, რომ ეს გაშლილი სივრცეებისა და ტალღოვანი, გარდამავალი ფორმების მქონე ოპერის შენობა, გამორჩეუილი არქიტექტორის გონების ნაყოფია. დიზაინზე კონკურსი 2002 წლის აპრილში გამოცხადდა და ჰადიდთან ერთად ბევრი ცნობილი არქიტექტურული კომპანიის ყურადღება მიიქცია, მათ შორის იყვნენ კუპ ჰიმელბლაუ […]