პროექტი: თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი არქიტექტორი: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (1915-1978) და გერმანე ღუდუშაური (1939) მდებარეობა: ვერის ბაღი, თბილისი წელი: 1973 თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა კიროვის (დღევანდელი ვერის) ბაღში. იგი ე.წ. გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა. როგორ მაც ხშირად მოიხსენებენ “ჭადრაკის სასახლე” მიეძღვნა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც 1962 წელს […]