„მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვარ ორი მინისტრი – საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთის მინისტრი“ – გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ მინისტრი) თბილისიდან ჩრდილოეთით, თერგის ხეობაში დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს. ყაზბეგის მყინვარწვერისა და გერგეტის სამების შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული, სალი კლდეებით შემოსაზღვრული და მწვანე ფერის გამაში ჩაკარგული სახლების სახურავებით, ადგილი, სადაც ვიზიტორების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს აურაცხელია. […]