Null

Photo: IDAAF Architects

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში

პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

Photo: Christopher Herwig

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები აფხაზეთიდან

ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის […]

Courtesy of Idaaf Architects

მოზაიკებიანი მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია გუდაურში

პროექტი: მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დამკვეთი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საერთო ფართი: 7745 კვ.მ შენობის ფართი: 445 კვ.მ ავტორები: იდააფ არქიტექტორები | Saxon Management Services მდებარეობა: გუდაური, საქართველო წელი: 2017   სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე შეფენილი ეს სოფელი დედაქალაქთან სიახლოვით, საინტერესო სასრიალო ტრასებითა და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა, […]

Courtesy of WUNDERWERK

ვილები გოლფის კომპლექსისთვის

პროექტი: ვილები გოლფის კომპლექსისთვის არქიტექტორი: WUNDERWERK + დავით გიორგაძე საერთო ფართობი: 500 ჰ ლოკაცია: თელეთი, საქართველო კლიენტი: Primera Golf and Residence საპროექტი ჯგუფი: გიგი შუკაკიძე, დავით გიორგაძე, ნიკოლოზ ლომიძე, სანდრო ღარიბაშვილი სტატუსი: კონკურსის გამარჯვებული წელი: 2016   თბილისის მახლობლად, თელეთის მთაზე Primera Residence Development and Construction LLC 18 წერტილიანი გოლფის კომპლექსს აშენებს 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, […]

თბილისის ძველი ფოტოები. Old photos of Tbilisi

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცოცხლების იდეები

„ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა II) დასაწყისი მაშინ როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, […]

Nanuka Zaalishvili

საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები საქართველოში

დაახლოებით 1 წელია, რაც საქართველოს გარშემო ავტობუსის გაჩერებებს ვაგროვებ. ჩემს ობიექტივში უკვე მოხვდა კომპოზიციები თიანეთი, კახეთი, სამცხე- ჯავახეთი, მესხეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და ქართლიდან. ყოველ ჯერზე უფრო მეტად საინტერესო მოცულობებს ვპოულობ ხოლმე და ამისთვის მიყრუებულ სოფლებამდეც კი მივდივარ, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე საინტერესო გაჩერებები ცენტრალურ გზებზე გვხვდება, რადგან საბჭოთა დროს საზოგადოებრივი ტრანპორტი უფრო აქტიურად […]

wind of changes

ესტაკადა პუშკინი-კოლმეურნეობის ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად და უფრო მეტი ავტომანქანა თბილისს

კიდევ ერთი ბოდიში, რომლის მოხდაც მომავალი თაობისთვის მოგვიწევს, პუშკინის სკვერთან დაგეგმილი ესტაკადაა, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და მწვანე საფარის ნაცვლად შენდება და რომლითაც თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობამდე, ორმხრივი სამანქანო მოძრაობა აღსდგება.   რა სარგებლობა მოაქვს ესტაკადებს? ესტაკადის სარგებელი ისეთი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, როგორიც თბილისია – ნულია. ისინი უფრო მეტ ავტომანქანებს იზიდავს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობას უფრო ტვირთავენ […]

09

კაფე სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში

    ავტორი: „ქართული პროექტი“ (მაგდა გოლიაძე და კოტე მეფარიშვილი) მდებარეობა: სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი საერთო ფართი: 396 მ2 წელი: 2010 ეს ერთ-ერთი ისეთი შემთხვევაა, როდესაც ამ ორი ანტიპოდი ადამიანის, მაგდასა და კოტეს დუეტი, ძალიან ეფექტურად მუშაობს. ერთის მხვრივ გაფრენილი იდეები, ჩანახატები ა.შ. მეორეს მხვრივ შედარებით გაწონასწორებული, მეტად კონკრეტული, პრაგმატულად წინდახედული. ზოგადი მიმოხილვა ამით მინდა დავამთავრო და მათთან ერთად კომპანია „ქართულ […]

CableTbilisi

საბაგირო: ვარდების მოედანი – მთაწმინდა

სასტუმრო რედისონის წინ, ვარდების რევოლუციის მოედანზე, საბაგირო შენდება, რომელიც რუსთაველის პროსპექტს მთაწმინდასთან დააკავშირებს. ამ ბოლო დროს, ერთი საინტერესო ფაქტი შევნიშნე: ადამიანები, რომლებიც არქიტქტურაში მაინც და მაინც ვერ ერკვევიან, ან არ უნდათ ავტორის გულისწყრომა დაიმსახურონ, აკეთებენ ასეთ კომენტარს: „პროექტი კი კარგია, მაგრამ ამ ადგილს არ უხდება“. ამ პროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებზე მსგავსი კომენტარი უამრავი შემხვდა და […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |