დოგონები მდ. ნიგერის სამხრეთით, მალის მთებში გახიზნული უძველესი აფრიკული ტომია. რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამაჰმადიანებაზე და საერთოდაც ყველაფერზე, რაც ცივილიზაციის განვითარებას უკავშრდება. ისინი დღესაც განცალკევებით არსებობენ და ისევ იმ თიხა-ქვით იშენებენ საცხოვრისებს, როგორც ადრე, ისევ ისეთი სიჭრელეები აცვიათ და ისევ ისე ბედნიერად ცხოვრობენ, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ნერვებს არც პირდაფჩენილი ტურისტების ფოტოკამერების ჩხაკაჩხუკი […]