ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი – მხატვარი. ალბათ, სწორედ დედისგან გამოჰყვა არქიტექტორს შემოქმედებითი ნიჭი. 1922 წელს მან გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა (1928 წლამდე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური […]