ლია ბაგრატიონი ცნობილი ქართველი კერამიკოსია, რომელსაც ერთობ შთამბეჭდავი რეზუმე აქვს. ის საკუთარ თავს „თიხის არტისტს“ უწოდებს. ლია 1957 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1980 წელს. დღეს იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე, საქართველოს კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის „თიხის ოფისი“-ს თანადამფუძნებელი, ხოლო […]
თაგი: Female Week

ეილინ გრეი – დიზაინერი ძლიერი ხასიათით
„იმისთვის რომ შექმნა, პირველ რიგში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო.“ – ეილინ გრეი ეილინ გრეი ირლანდიელი არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი იყო. მამამისი მხატვარი გახლდათ, სწორედ მან შეუწყო ხელი შვილის არტისტად ჩამოყალიბებას. დედა არისტოკრატების ოჯახიდან იყო, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ბარონესა გრეიმ შვილებიც საკუთარ გვარზე გადაიყვანა. გრეი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, […]

იაიოი კუსამა – თანამედროვეობის ალისა საოცრებათა სამყაროში
„მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად. იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს […]

მაია ლინი – არქიტექტორი, სკულპტორი, ლანდშაფტის ჩიტი
მაია ლინი ამერიკელი არქიტექტორია, თუმცა საკუთარ თავს დიზაინერად უფრო მიიჩნევს; იგი ცნობილია ნამუშევრებით სკულპტურასადა ლანდშაფტის დიზაინში. […]