ასლის პარადოქსული მომხიბვლელობა თანამედროვე ხელოვნების დილემა ყველაზე ინტენსიურად ფერწერაზე საუბრისას იგრძნობა. როდესაც ეს ერთი შეხედვით ლიმიტირებული განზომილემა ვერასდროს აძლევს კომუნიკატორს იმის გარანტიას, რომ დღევანდელ პოსტმოდერნულ კოლაჟში სრულად აღიქმება. მედიით დომინირებულ ყოველდღიურობაში შინაარსზე კონცენტრირების სიძნელეზე რომ აღარ ვისაუბროთ, თანამედროვე არტისტისათვის უმთავრესი სირთულე ალბათ ენაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ხაზთან ერთად ენაზე რაპიდულმა ექსპერიმენტირებამ, მეცხრამეტე საუკუნის […]