ექსპერიმენტული წიგნების ორკვირიანი ვორკშოპი თბილისში ჩატარდა და მასში რამოდენიმე საინტერესო ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. იდეა „წიგნის ხელოვნების“ წევრებისგან წამოვიდა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ემუშავათ მსგავს ალტერნატიულ წიგნებზე და თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. წიგნის ხელოვნების ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოცხადდა მიღება ორკვირიან ვორკშოპზე, რის შედეგადაც შეირჩა რვა მონაწილე, პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ვორკშოპის პირველი კვირა […]