ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურაზე ძალიან ცოტა იწერება და რაც იწერება მეტწილად არქიტექტორების მიერ, ერთმანეთზე, ზოგადად რაღაც გარემოებებზე ან თემასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე. რეალურად კი მათ ვისთვისაც ეს არქიტექტურა კეთდება არავინ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მაქსიმუმ რაღაც გამოკითხვის შედეგების ამსახველი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება ხოლმე „ჩვეულებრივ მოკვდავთა“ აზრის დაფიქსირება და ისიც სპეციალისტი გამომსვლელის თუ მწერლის პერსონალური ინტერპრეტაციით. […]