ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით […]