ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში მილიარდელმა უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და 2017 წლიდან დაიკავებს შტატების 45-ე პრეზიდენტის სავარძელს. შესაბამისად, მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. მედია ობიექტივში ხვდება ტრამპების ოჯახი და მათ შესახებ ნებისმიერი დეტალი ახალი ამბების ჰედლაინერია. სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი ტრამპი თავისი ექსცენტრიულობით გამოირჩევა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს და მერეც უამრავი სკანდალური განცხადების ავტორია. […]