Null

Courtesy of teamLab

მომავლის სამყაროს პოეზია

  „სამყაროს სჭირდება შექმნა და არა კრიტიკა“ – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ გრძელი წერილიდან, რომელიც „თიმლაბის“ კომუნიკაციების დირექტორმა – კუდო ტაკაშმა მომწერა დასმული კითხვების პასუხად. კითხვა სულ რამდენიმე იყო და ბწკარედული, მაგრამ პასუხები ძალიან გრძელი და დეტალური გამოუვიდა. ისინი იაპონელი არტისტები არიან, ქვიათ „თიმლაბი“ და დაარსების ასეთი მოკლე ისტორია […]

Courtesy of Filip Hodas

ციფრული აბსტრაქციები ფილიპ ჰოდასის ლანდშაფტებში

  ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს. მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში […]

Death of an Image © Andrea Galvani

ანდრეა გალვანის ”დასასრული” და ნადირობა მკვდარ წამზე

  ანდრეა გალვანი იტალიელი ხელოვანია. იგი 1973 წელს ვერონაში დაიბადა, დღესდღეობით კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ძირითადი პროფილი ფოტოგრაფიაა, მაგრამ კვლევის პროცესში ხშირად მიმართავს ინტერდისციპლინურ მიდგომას და იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. არტისტი ეგზისტენციალურ თემებზე მუშაობს და ექსპერიმენტის გრძელ და ბნელ გვირაბს ძალადობის დოკუმენტალისტიკით, ყოფის სიმყიფისა და დროებითობის ამსახველი ინსტალაციებითა და ენიგმატური ნახატებით მიუყვება. მისი იდეები ხან სკულპტურის […]

Source: jankalab.com

იან კალაბის ფერადი გრაფიტი და დედამიწა, რომელიც სახეს იცვლის

იან კალაბი გრაფიტის ჩეხი მწერალი 1978 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დღეს მისი ნამუშევრების სოლო გამოფენები სხვადასხვა გალერეაში იმართება, მაგრამ მანამდე, როგორც ქუჩის მხატვარმა, ყველა ის საფეხური გაიარა, რომელიც გრაფიტის სრულფასოვანი წერისთვის არის საჭირო. იანი საბჭოთა სივრცეში დაიბადა, სადაც გრაფიტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საზღვრები გაიხსნა და დასავლური ამბები ადვილად შევიდა ქვეყანაში, […]

Soviet Textiles

საბჭოთა ფოლკლორი – ტექსტილი ტანკებითა და ტრაქტორებით

  საბჭოთა კავშირმა ბევრი ცუდი მოგონება დატოვა ისტორიაში, თუმცა შექმნა სახასიათო სტილი და მიმართულება ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი დიზაინში, რომელსაც ახლაც ვიკვლევთ, გავინტერესებს და უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია; უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ავტობუსის გაჩერებები, მონუმენტები, ავეჯი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა. ყველას […]

Courtesy of Chxeo

თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული ჩხეოს აბსტრაქტული ლანდშაფტები

  “აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა და ის, რასაც ვხედავთ სრული საოცრებაა.” გიორგი ჩხეიძე, იგივე „ჩხეო“ ქართველი არტისტია, რომელსაც ხელოვნება ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში შეუყვარდა. ბაბუა სკულპტორი იყო, ვისთანაც ის დიდ დროს ატარებდა. ახლა უკვე ნამუშევრებს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ თავიდან ხატვით დაიწყო: „ბავშვობაში მეგონა, რომ ხატვა, როგორც პროცესი იყო ხელოვნება. დროის გასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ […]

Source: www.thisiscolossal.com

შირინ აბედინირადი ირანის თანამედროვე ხელოვნების სცენიდან

  შირინ აბედინირადი თანამედროვე ირანელი ქალი არტისტია, რომელიც, ძირითადად, ინსტალაციებს ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მოსარკული გოდოლი“ ხელოვანმა 2015 წლის აგვისტოში სიდნეის არტ-ფესტივალზე წარმოადგინა. მისი მიზანი ცის ფრაგმენტების მიწაზე ასახვა და უჩვეულო ოპტიკური ილუზიების შექმნაა. „ამ შემთხვევაში მესოპოტამიის უძველესმა ტაძრებმა შთამაგონა. ეს ინსტალაცია არის მცდელობა, ცა აისახოს მიწაზე და ამგვარად შედგეს კონტაქტი, რათა ადამიანები იყვნენ უფრო […]

Tom Dixon -  Photography by Hugh Stewart

ტომ დიქსონი – თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი

  „რომ არა დიზაინერი აუცილებლად ვიქნებოდი სამოქალაქო ინჟინერი, რადგანაც გამომგონებლობა, პროექტირება და მარკეტინგი უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთრივ დიზაინი“. […]

Oliver Wainwright_8

ჩრდილოეთ კორეის ინტერიერები ვეს ანდერსონის ფილმებს ჰგავს

  ოლივერ ვაინვრაითი არქიტექტორი-კრიტიკოსია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ინტერიერის ბევრი ისეთი დიზაინი, რომელიც ძალიან გავს ვეს ანდერსონის ფილმების აკუსტიკას. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ რეჟოსორს რეკვიზიტები პირდაპირ ამ ინტერიერიდან აქვს აღებული და გამოყენებული: მწვანე ვაშლისფერი საკლასო ოთახები, ვარდისფერი დარბაზები თეატრებში, მდელოსფერი გასახდელები და საკონფერენციო ოთახები. ვაინვრაითმა თამბლერის ბლოგზე ჩრდილოეთ კორეაში მის მიერ გადაღებული […]

© Olya Kulaeva

ოლეგ ტიმჩენკოს ”ავტო-პორტრეტი”

  ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი არტისტია, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით მუშაობს. ხატავს ზეთით, აკრილით, ქმნის ფოტო-კოლაჟებს, დგამს ვიდეო ინსტალაციებს, ატარებს პერფომანსებს და სხვ. მისი ფერწერული ნამუშევრების სამი სერია: „კულმინაცია“, „უკომენტაროდ“ და „ავტო-პორტრეტი“ 15 ნოემბრამდე იყო გამოფენილი „თბილისი მომაში“. ოლეგ ტიმჩენკო 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ხატვა მისთვის ქცევის ბუნებრივი წესია და […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |