ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს. მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში […]