რუსმა დიზაინერებმა ნასია კოპტევამ და საშა ბრაულოვმა, მაგიდის აქსესუარების დიზაინი ახალ საფეხურზე აიყვანეს. მათი შთაგონების წყარო რუსული ავანგარდული არქიტექტურის ღირსშესანიშნაობები გახდა. ეს მიმდინარეობა ხელოვნებაში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო და 1930 წლამდე გაგრძელდა. კოლექციაში არსებული ნივთები ზუსტად ეხმიანება ამ პერიოდის რამდენიმე საკულტო შენობას. ისინი მყარი, მუხის ხის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც დიზაინერებს სხვა პროექტებზე მუშაობისას შემორჩათ. […]