17 ივლისს იპოდრომის პარკში Startup Market-ის მესამე ღონისძიება, Design Market გაიმართა. სავაჭრო სივრცეში სამი დიზაინერის: ანუკა თავართქილაძის, ია ქუთათელაძისა (IAAI) და სანდრო ლომინაშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კონცეპტუალურად სამივე დიზაინერის ნამუშევრები დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან მიახლოვებული იყო, თუმცა უფრო კომფორტული და გამოსაყენებლად მოსახერხებელი სანდრო ლომინაშვილის მიერ შექმნილი სკამები აღმოჩნდა; ანუკა თავართქილაძისა და ია ქუთათელაძის […]