Null

Polish Pavilion 'Fair Building'

პოლონეთის პავილიონი ”Fair Building” მშნებელობაზე მომუშავე ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან […]

poster

ანუკა თავართქილაძის, ია ქუთათელაძისა (IAAI) და სანდრო ლომინაშვილის სკამები დიზაინ მარკეტზე

  17 ივლისს იპოდრომის პარკში Startup Market-ის მესამე ღონისძიება, Design Market გაიმართა. სავაჭრო სივრცეში სამი დიზაინერის: ანუკა თავართქილაძის, ია ქუთათელაძისა (IAAI) და სანდრო ლომინაშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კონცეპტუალურად სამივე დიზაინერის ნამუშევრები დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებთან მიახლოვებული იყო, თუმცა უფრო კომფორტული და გამოსაყენებლად მოსახერხებელი სანდრო ლომინაშვილის მიერ შექმნილი სკამები აღმოჩნდა; ანუკა თავართქილაძისა და ია ქუთათელაძის […]

Photo courtesy of Ia Kutateladze

Punkt სკამი IAAI -სგან

  ია ქუთათელაძის შექმნილი Punkt სკამი ფინელი დიზაინერების: რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვოქშოფის შედეგია, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ფინელი დიზაინერები ჩამოვიდნენ საქართველოში, მოხდა ვორქშოფის კონცეფციის განსაზღვრა და ხის მასალის მომზადება. მათ მეორე ჩამოსვლამდე ყველა მონაწილემ შექმნა სკამის იდეა, რომელიც შემდეგ ტუტორებთან ერთად დამუშავდა. Punkt -ზე მუშაობის პროცესი განსხვავებული იყო იასთვის. არსებობდა კონკრეტული ხის მასალა და მას დიზაინის რამდენიმე ვერსია ჰქონდა. […]

Photo Mariam Sichinava

ზვიად სურგულაძის ინტერიერი სილამაზის სახლ ‘მირორისთვის’

  პროექტის ავტორი: ზვიად სურგულაძე ფოტოს ავტორი: მარიამ სიჭინავა ფართი: 110 მ2 მდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ. #4   სილამაზის სახლ “მირორისთვის” შექმნილი ზვიად სურგულაძის ინტერიერის დიზაინი მოულოდნელი დეტალებით არის სავსე. სივრცე კლასიკურია, ამავე დროს თანამედროვე და სურეალისტური ელემენტების შემცველი. იდააფმა ავტორს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა: – რამდენად იქონია გავლენა ობიექტის დასახელებამ ინტერიერში ორი მრგვალი სარკის დომინანტ […]

poster

Telma DA-ს სამკაულები და დიზაინი

  “Telma DA არის სამკაულები და დიზაინი. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს ორი სამყარო, დიზაინი და არქიტექტურა უნიკალური და გულწრფელი პერსპექტივიდან“. – თელმა ფერეირა, ახალი ბრედის დამფუძნებელი. Telma Da არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურული კონცეფციებისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციას. ბრენდის შექმნის პირველი მცდელობა თელმას რომში არქიტექტორად მუშაობის დროს გაჩნდა. როდესაც ის პორტუგალიაში, პორტოში დაბრუნდა […]

POSTER

ROOMS -ის ველური მინიმალიზმი

      ქართული დიზაინ სტუდია “ROOMS” აგრძელებს დახვეწილი და გემოვნებიანი პროდუქტის საზოგადოებისთვის შეთავაზებას. ეს წელი დიზაინერებისთვის საქმითაა დატვირთული, მათ ავეჯის ახალ კოლექციაზე დაასრულეს მუშაობა სახელწოდებით: „ველური მინიმალიზმი“. აპრილში იგი მილანში Salone Del Mobile-ზე წარმოადგინეს და სხვა გამოხმაურებებთან ერთად, ჟურნალ „New York Times”-ის სტატიაშიც მოხვდნენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ახალი დიზაინერები. Photo: Guram Kapanadze […]

Step 1 courtesy of Masho Margishvili

“ნაბიჯი 1” მაშო მარგიშვილის სოციალური დიზაინ პროექტი

  დიზანი: მაშო მარგიშვილი კურატორი: იოზას ბრუნდზა | VDA; არქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტი რეცენზენტი: შარუნას შლექტავიჩუს მხარდამჭერები: რუტა ბირგელაიტე | ალექსანდრ დუბიცკი | იევა რიძვანავიჩუტე წელი: 2012   იდააფი მოხარულია წარმოგიდგინოთ, ქართველი დიზაინერის მაშო მარგიშვილის სოციალური დიზაინ პროექტი, რომელიც მან ვილნიუსის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას მოამზადა. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია. მისი სრული და თავდაპირველი დასახელებაა „დიზაინი […]

Courtesy of DOTS

მოდის სახლ DOTS-ის ინტერიერი

  არქიტექტორები: გიორგი მოსულიშვილი | ანუკა თავართქილაძე სამშენებლო სამუშაოები: Mosulishvili & Partners ფერწერა: თამარ მაღლაფერიძე ფოტო: DOTS წელი: 2016 მდებარება: კოტე აფხაზის ქ.22 | თბილისი, საქართველო   თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ინტერიერის მქონე ობიექტი გაიხსნა – მოდის სახლი DOTS. აქ ყველაფერი ქართულია, დაწყებული ჩანაფიქრით და დამთავრებული თითოეული აქსესუარით. კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებითა და ქსოვილზე დატანილი მსუბუქი სახალისო დეკორით. IDAAF-ის განსაკუთრებული ინტერესი […]

Photo: Mikheil Pitiurishvili

ანუკა თავართქილაძის ახალი პროდუქტი – სამაგიდე სარკეები

  დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სამაგიდე სარკეებს სთავაზობს. რვა ცალ ნამუშევარში გამოყენებული მასალა შეღებილი mdf-ი, მასიური ხე და ხის ანათალია. გეომეტრიული ფორმებისგან შექმნილი კომპოზიციები და საინტერესო ფაქტურა, ამ სარკეებს ინტერიერის სასიამოვნო დეტალად აქცევს. ავტორს აქამდე უკვე აქვს სარკეების დიზაინზე ნამუშევარი, რადგან ეს მასალა განსაკუთრებით მოსწონს, ამ სამაგიდე სარკეების იდეაც სწორედ ამ მასალის უფრო […]

© Idaaf

პირველი სკანდინავიური რესტორანი თბილისში და ბუნებრივი მასალებით შექმნილი ინტერიერი

  თბილისში პირველი სკანდინავიური რესტორანი სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გაიხსნა. საკვების მაღალი ხარისხისა და დახვეწილი გემოს გარდა, ამ ადგილს სხვებისგან ინტერიერიც გამოარჩევს, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, ახალგაზრდა არქიტექტორმა და იდააფის დამფუძნებელმა ნანუკა ზაალიშვილმა შექმნა. „თავიდან მეც და დამკვეთებიც ტრადიციულ ნორდიკულ დიზაინზე ვფიქრობდით, თუმცა ადგილმა სხვა კონკრეტული იდეები გვიკარნახა. როდესაც კედლები გალესილი ფენისგან გავათავისუფლეთ, ამ ისტორიული შენობის […]

transmission by deFORM photo Martin Chum

Studio deFORM | ტრანსმისია

  დამფუძნებლები: აიკუბ პოლაგი და ვაცლავ მლინაჟი წელი: 2012-2013 ფოტო: მარტინ შუმი | ლიუსი მლინაროვა   Studio deFORM ლონდონში მოღვაწეობს და ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც კომერციულ და კრეატიულ მხარეებს აერთიანებს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ავტორები წარმოადგენენ საკუთარ ეროვნულ საგანძურს, მინაზე მუშაობის ხელოვნებას. ამჯერად, IDAAF-მა გადაწყვიტა დაეწერა „ტრანსმისიის“ სერიის შესახებ და ინტერვიუ ჩაეწერა ავტორებთან. პირველი და ჩვეული შეკითხვა […]

60watt

გიორგი მაღრაძის 60watt

სერია: concretelamps | polypropylene მასალა: პოლიპროპილენის მილი | ბეტონი წელი: 2015 ფოტო: ნანუ გიგლემიანი | სანდრო ლოსაბერიძე გიორგი მაღრაძის 60watt და ნამუშევრები არ არის უბრალოდ დიზაინ პროდუქტი, მათი უმრავლესობა სკულპტურულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის სანათები უფრო გეომეტრიულია, თითოეულს საკუთარი ხასიათი და ბუნება აქვს. შეიძლება ითქვას, 60watt გამოყენებითი და კომერციული არტ პროექტია, რომელიც ამა თუ იმ სივრცეში საკუთარ […]

© Nanuka Zaalishvili

ROOMS -ის ინტერიერი – ჯუნგლები ანოუკის მოდის სახლისთვის

  ROOMS დიზაინმა თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, მოდის სახლი ანუკისთვის ინტერიერის დიზაინი რამდენიმე დღის წინ დაასწრულა. ქუჩიდან ვიტრინებს თუ შეხედავთ, გაუვალ ჯუნგლებს ჰგავს და ამ სიმწვანის დანახვა ბეტონის შენობებს შორის, ერთ რამედ ღირს. ატელიეს ინტერიერში გამოფენილი ჭრელი ტანსაცმელი კი, რომელიც „ჯუნლების“ მიღმა ჩანს, ფერად ჩიტებს მოგაგონებთ. ინტერიერი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული მასალით, რაც მას უფრო მეტად საინტერესოს […]

CO.MODE

ლიზკა ზაუტაშვილის ინტერიერი CO.MODE -სთვის

ინტერიერი: ლიზკა ზაუტაშვილი ფოტო: ნატო ბაგრატიონი მდებარეობა: საქართველო, თბილისი, აბაშიძის ქ. 14   თბილისს კიდევ ერთი საინტერესო სივრცე შეემატა, რომლის ინტერიერიც არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ერთად, მოდისა და უბრალოდ გემოვნებიანი სამოსის მოყვარულებსაც გაახარებს. განახლებული CO.MODE -ს დიზაინზე ახალგაზრდა ხელოვანმა, ლიზკა ზაუტაშვილმა იმუშავა და აქ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ნაწარმია წარმოდგენილი. ფასადი საკმაოდ არატიპურია, მისი გარკვეული ნაწილი გაუმჭვირვალეა და მინაზე დატანილი […]

IMG_9563

კვირა დღის აპარტამენტი

ინტერიერის დიზაინი: მაია ბარათაშვილი მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ლადო ასათიანის ქ. ტექნიკური მხარდაჭერა: მაგაიკე შენგელია ნეონის განათება: 60Watt Design |გიორგი მაღრაძე ფოტო: ხათუნა ხუციშვილი მეტალის სამუშაოები: ზვიად ნადირაშვილი სამღებრო სამუშაოები: ბობო წელი: 2015   ვწერთ ინტერიერზე, რომელიც არა არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, არამედ ფერმწერის შექმნილია, რაც თავისთავად საინტერესო შემთხვევაა. მაია ბარათაშვილისთვის ეს პირველი მცდელობაა. მანამდე ხელოვანიებას საქართველოსა […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |