ეერო საარინენი ის კაცია, თავის ქმნილებებში არქიტექტურა, კონსტრუქცია და დიზაინი ერთ განუყოფელ ცნებად რომ აქცია. ყოველთვის იყო და არის კამათი იმაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – არქიტექტურა თუ კონსტრუქცია, რომელი მათგანი ვერ არსებობს მეორეს გარეშე. მე მაინც მგონია, პასუხი ნაწილობრივ საარინენის შემოქმედებაა, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სადაც არც ერთი მათგანი ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. არც […]