თეთრი, როგორც ფერი არ არსებობს, ეს არის ზედაპირზე მოხვედრილი სხივების აბსოლუტური არეკვლა. თეთრი მიეკუთვნება აქრომატული ფერების რიცხვს და ყველაზე კაშკაშაა. განათება და ფერი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილებია, რადგან სინათლის გარეშე ფერი არ არსებობს. ფერის დატვირთვაა, გამოხატოს არქიტექტურული ელემენტების წყობა, განსაზღვროს სივრცეების დანიშნულება ინტერიერში, მოახდინოს ვიზუალური ეფექტები და ამით გავლენა იქონიოს ადამიანის განწყობაზე, ობიექტის აღქმაზე, გადმოცემული ინფორმაციის […]