კიდევ ერთი ბოდიში, რომლის მოხდაც მომავალი თაობისთვის მოგვიწევს, პუშკინის სკვერთან დაგეგმილი ესტაკადაა, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და მწვანე საფარის ნაცვლად შენდება და რომლითაც თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობამდე, ორმხრივი სამანქანო მოძრაობა აღსდგება.   რა სარგებლობა მოაქვს ესტაკადებს? ესტაკადის სარგებელი ისეთი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, როგორიც თბილისია – ნულია. ისინი უფრო მეტ ავტომანქანებს იზიდავს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობას უფრო ტვირთავენ […]