არტარეაში გალერეა “ერთი”-ს ორგანიზებით გიორგი ჩხეიძემ ახალი ნამუშევრების სერია: „ისე, როგორც არის“ (As It Is) წარმოადგინა. შესრულების ტექნიკები, თემატიკა, ფერები – ჩხეომ ამ ექსპოზიციით თითქოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილსა და მიმართულებას ხელოვნებაში. მოზრდილი ზომის ტილოებზე შესრულების ბასრი ტექნიკა თავიდან პრინტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კარგად დაკვირვებული თვალი გიორგის პედანტურ და სუფთა ხელწერას მაშინვე შეამჩნევს. […]