პირველ ივლისს არტარეას საგამოფენო სივრცეში არქიტექტორ გიორგი მარგიშვილის სამფეხა სკამები გამოიფინა. ნახევრად ხუმრობით – „მეოთხე ფეხი ზედმეტია“ ექსპოზიცია სამ დღეს გაგრძელდა და მასზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი სამ საყრდენიანი სკამები.   „სკამების დიზაინზე კარგა ხანია ვფიქრობ. ავეჯის დიზაინი არქიტექტორებისთვის ერთგვარი „საჯილდაო ქვაა“. უცხოური პრაქტიკიდან თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ყველა არქიტექტორს […]