დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მორიგ პროდუქტს სახელწოდებით: „Tiled Table„ გვთავაზობს. მაგიდა ზომებით: 1250x600x380, ხისა და კერამიკული ფილების კომბინაციას წარმოადგენს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხის მაგიდა სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს ცხელ საგნებთან კონტაქტის შედეგად. ამის თავიდან ასაცილებლად, საოჯახო საქმიანობისას იყენებენ სპეციალურ საფენებს, რომელიც ცხელ საგანსა და ხის მაგიდას შორის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს. სწორედ ეს […]