ესპანეთში, მეცხრე საუკუნეში აგებული მატრერას ციხე-სიმაგრე ქალაქ ვილამარტინთან დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იდგა მტრის წინააღმდეგ და მრავალ შემოსევასა და ალყასაც გაუძლო,მაგრამ ჟამთა სვლას წინ ვერავინ აღუდგება და ნაგებობაც დროთა განმავლობაში ნანგრევებს უფრო მეტად დაემსგავსა. მატრერამ არსებობის მანძლზე რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი, სანამ 1341 წელს ესპანელებმა ის საბოლოოდ არ დაიბრუნეს. იმის გამო, რომ ბოლო სასაზღვრო ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, […]