ადამ პარკერ სმიტი 36 წლის ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტია, რომელიც ცნობილია თავისი სკულპტურებით, ინსტალაციებითა და ნახატებით. ბაკალავრის ხარისხი სანტა კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიღო, ხოლო მაგისტრის – ტაილერის ხელოვნების სკოლაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ხელოვანი საკმაოდ პოპულარულია თავისი არაორდინალური, საინტერესო ნამუშევრებით. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ცდილობს საკუთარი […]