ყოველთვის ისე არ ხდება, რომ რამდენადაც კარგია მუსიკა ალბომში, ისეთივე კარგი იყოს მისი დიზაინიც, თუმცა ამ სტატიაზე მუშაობისას ერთ რამეს მივხვდი: მუსიკოსი, რომელიც კარგ მუსიკას წერს, გულმოდგინედაც ზრუნავს იმაზე, რომ თავისი ნამუშევარი კარგად შეფუთოს. ამისთვის არსებობენ დიზაინერები, ადამიანები, რომლებმაც ეს სფერო ცალკე ხელოვნების დარგად აქციეს და მსმენელიც მუსიკასთან ერთად მის გარეკანსაც დიდი ინტერესით ელოდება. […]