უდავოა, რომ ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლისას კარგი და ხარისხიანი მუსიკის მიღების იმედი გვაქვს; ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ალბომის წარმატებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარეკანიც, ის არა მარტო შენახვის, დაცვის ფუნქციას ასრულებს, არამედ გემოვნებიანად შესრულებული სურათი, ნახატი თუ უბრალოდ წარწერა გააჩერებს, მიიზიდავს მსმენელს და ალბომის შეძენის სურვილს გაუჩენს. წიგნის ყდის მსგავსად, მან ილუსტრაციებით უნდა გადმოგვცეს მუსიკის […]