„არქიტექტორებო, მხატვრებო, მოქანდაკენო, ჩვენ ყველა უნდა დავუბრუნდეთ ხელოსნობას! ვინაიდან არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „პროფესიონალური ხელოვნება“. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ხელოვანსა და ხელოსანს შორის. ხელოვანი განდიდებული ხელოსანია. ღვთის შეწევნითა და შთაგონების იშვიათ მომენტებში, რომელიც ნებელობის ზღვარს სცდება, ხელოვნება მისი ხელების შრომით შეიძლება არაცნობიერად აყვავდეს, მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყველა ხელოვანისთვის არსებითია. სწორედ აქაა შემოქმედებითობის პირველწყარო. […]