ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ თავისი გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და მოდურ ფეტიშიზმს უფრო მეტად გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციებზე მუშაობისას, შემოქმედებითი პროცესის დაწყებამდე დიზაინერი საგულდაგულოდ აანალიზებს თემას, იკვლევს მას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ნამუშევრების შექმნაზე. შეიძლება თემის სიღმისეული ცოდნაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი ნამუშევრები ასე გამორჩეულია […]
თაგი: Balenciaga

დემნა გვასალიას 2016 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია ბალენსიაგასთვის
ესპანელი დიზაინერის კრისტობალ ბალენსიაგას (Balenciaga) მიერ 1919 წელს დაარსებული იგივე სახელწოდების სამოდელო სახლი, წლების განმავლობაში რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. კრისტობალი ცნობილი იყო, როგორც უკომპრომისო სტანდარტების დიზაინერი; მისი უცნაური, ფემინური და ამავდროულად ულტრა თანამედროვე ფორმები, სამოდელო სახლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში ბალენსიაგას დიზაინერები იცვლებოდნენ, იცვლებოდა ნამუშევრების სტილიც, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამოდელო სახლი […]