ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ თავისი გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და მოდურ ფეტიშიზმს უფრო მეტად გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციებზე მუშაობისას, შემოქმედებითი პროცესის დაწყებამდე დიზაინერი საგულდაგულოდ აანალიზებს თემას, იკვლევს მას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ნამუშევრების შექმნაზე. შეიძლება თემის სიღმისეული ცოდნაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი ნამუშევრები ასე გამორჩეულია […]