ეასა (ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა) 1981 წელს დაარსდა, როდესაც ორმა ლივერპულელმა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯეოფ ჰასლამმა და რიჩარდ მერფიმ, თავისი თანატოლი სტუდენტები მიიწვიეს მათ ქალაქში ურბანული პრობლემების გადასაჭრელად. მაშინ ლივერპულში 300 სტუდენტი ჩავიდა და მას შემდეგ ეს ღონისძიება ყოველი წლის ზაფხულში სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. იგი 2 კვირა გრძელდება და მასში მონაწილეობას 500-მდე სტუდენტი იღებს. […]