„მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად. იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს […]