Null

ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა

იდეის ავტორი: ნიკოლოზ კაპანაძე კურატორი: ნინა პატარიძე მდებარეობა: თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა 31 მარტს თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში ხელოვანმა ნიკოლოზ კაპანაძემ ინსტალაცია სახელად: „ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა“ წარმოადგინა. ინსტალაცია ვიზუალურად ურბანული ხასიათის არის, მისი ძირითადი ნაწილი ნაცრისფერი “მონოლითი” და მასში წრიული სიცარიელეა, რომლის კონტურსაც განათება მიყვება. ავტორისგან: „ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად საკუთარ თავში ბადებს […]

არჩიბალდ კორძაია – PLAY

  თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს: – რამდენიმე […]

ვერა ფაღავა – ქართული ფერწერის იშვიათი სიმდიდრე

ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით […]

Lor-K-ის გიგანტური საკვები პარიზის ქუჩებში

რამდენიმე თვეა პარიზის ქუჩებში გიგანტური და მადის აღმძვრელი საჭმელი გამოჩნდა; ქუჩის ხელოვანმა Lor-K-მ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადაყრილი და უსარგებლო ლეიბების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. ფრანგი არტისტი ბოლო ექვსი წელია მიტოვებულ ნივთებს იყენებს ქუჩის სკულპტურების შესაქმნელად. დასამახსოვრებელი და ორიგინალური ნამუშევრების გარდა, იგი ხალხის ყურადღებას სკულპტურების შინაარსითაც იქცევს. მათში ყოველთვისაა ჩადებული მნიშვნელოვანი იდეა, რომელზე დაფიქრებაც ღირს. ახალ […]

გუჩო ხოსიტაშვილის ‘შიშველი’ ფერწერა

    დღეს IDAAF ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს, გუჩო ხოსიტაშვილს გაგაცნობთ. თბილისში დაბადებულმა ხელოვანმა ფერწერის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა, დღეს კი მხატვრობა თავისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. გუჩომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა; ხოლო ფერწერის დაუფლება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო და მას შემდეგ ნამუშევრებს ძირითადად ზეთში ქმნის. არაა რომელიმე კონკრეტული სტილის მიმდევარი; მისი ნამუშევრები […]

“რემონტის ესთეტიკა თანამედროვე საქართველოში” – ქართველი ხელოვანების გამოფენა ესტონეთში

  კურატორი: მარიკა აგუ კონსულტანტი: ფრანცისკო მარტინეზ მონაწილეები: დავით ბოსტანაშვილი | ჯგუფი ბულიონი | თეა გვეტაძე | ლევან მინდიაშვილი | გიორგი ოქროპირიძე | ნინო სეხნიაშვილი | სოფია ტაბატაძე ფოტო: ჯოან ჰიუმერინდ თარიღები: მარტი 24 – მაისი 29 | 2016 მდებარეობა: TARTMUS ტარტუს ხელოვნების მუზეუმი, ესტონეთი     იდააფი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ესტონეთში რამდენიმე ხნის წინ […]

პეტრე ოცხელი – სივრცის ინსპირაცია თეატრსა და კინოში

  თეატრი და კინო თავად არის წარმოსახვითი რეალობა, მოქნილი და ამავდროულად კონკრეტულ სიუჟეტზე მიბმული, ამიტომ ამ აბსტრაქტული სამყაროსთვის ხელშესახები სივრცის შექმნა განსაკუთრებულ გონს, ინტუიციასა და ნიჭს მოითხოვს. დღევანდელი ორშაბათის ინსპირაციის მთავარი გმირი პეტრე ოცხელი ყველა ამ და კიდევ სხვა მრავალი დადებითი პროფესიული თვისებით გამოირჩევა. პეტრე ოცხელი ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელია. Petre Otskheli and […]

მოდის სახლ DOTS-ის ინტერიერი

  არქიტექტორები: გიორგი მოსულიშვილი | ანუკა თავართქილაძე სამშენებლო სამუშაოები: Mosulishvili & Partners ფერწერა: თამარ მაღლაფერიძე ფოტო: DOTS წელი: 2016 მდებარება: კოტე აფხაზის ქ.22 | თბილისი, საქართველო   თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ინტერიერის მქონე ობიექტი გაიხსნა – მოდის სახლი DOTS. აქ ყველაფერი ქართულია, დაწყებული ჩანაფიქრით და დამთავრებული თითოეული აქსესუარით. კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებითა და ქსოვილზე დატანილი მსუბუქი სახალისო დეკორით. IDAAF-ის განსაკუთრებული ინტერესი […]

მერაბ აბრამიშვილის ფერწერა

  იდააფის დღევანდელი ორშაბათის ინსპირაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა დაზგური ფერწერის შესაქმნელად. მერაბ აბრამიშვილის პირველი შთაგონება ატენის სიონის ფრესკები იყო, რომლებსაც მამის ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიციისას შეხვდა. ასლების ხატვისას უძველეს ტექნიკას დეტალურად გაეცნო და შემდგომში ის საკუთარი სტილის შექმნაში ოსტატურად გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერა განსხვავებულ თემატიკას მიუძღვნა და ოთხმოციანელების […]

ლუკა აქიმიძის ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI

  ახალგაზრდა არტისტმა, ლუკა აქიმიძემ გამოფენა : “ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI” თავისივე სახლის ინტერიერში, კაკლებში წარმოადგინა. სხვა და სხვა ფაქტურის, ზომის, კონცეფციისა და ფერთა საინტერესო გამის მქონე ნამუშევრები, მინიმალისტურ სივცეში იყო გამოფენილი და მნახველისთვის ძალიან კარგად აღსაქმელ ექსპოზიციას წარმოადგენდა. ლუკა თითოეულ ნამშევარს დეტალურად უხსნიდა მნახველებს, რამაც ამ გამოფენის აღქმა უფრო გაადვილა და მთავარი სათქმელი ადრესატებამდე […]

მომავლის სამყაროს პოეზია

  „სამყაროს სჭირდება შექმნა და არა კრიტიკა“ – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ გრძელი წერილიდან, რომელიც „თიმლაბის“ კომუნიკაციების დირექტორმა – კუდო ტაკაშმა მომწერა დასმული კითხვების პასუხად. კითხვა სულ რამდენიმე იყო და ბწკარედული, მაგრამ პასუხები ძალიან გრძელი და დეტალური გამოუვიდა. ისინი იაპონელი არტისტები არიან, ქვიათ „თიმლაბი“ და დაარსების ასეთი მოკლე ისტორია […]

ციფრული აბსტრაქციები ფილიპ ჰოდასის ლანდშაფტებში

  ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს. მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში […]

თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული ჩხეოს აბსტრაქტული ლანდშაფტები

  “აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა და ის, რასაც ვხედავთ სრული საოცრებაა.” გიორგი ჩხეიძე, იგივე „ჩხეო“ ქართველი არტისტია, რომელსაც ხელოვნება ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში შეუყვარდა. ბაბუა სკულპტორი იყო, ვისთანაც ის დიდ დროს ატარებდა. ახლა უკვე ნამუშევრებს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ თავიდან ხატვით დაიწყო: „ბავშვობაში მეგონა, რომ ხატვა, როგორც პროცესი იყო ხელოვნება. დროის გასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ […]

ადამ პარკერ სმიტის შავი იუმორი და აბსურდული ხელოვნება

  ადამ პარკერ სმიტი 36 წლის ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტია, რომელიც ცნობილია თავისი სკულპტურებით, ინსტალაციებითა და ნახატებით. ბაკალავრის ხარისხი სანტა კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიღო, ხოლო მაგისტრის – ტაილერის ხელოვნების სკოლაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ხელოვანი საკმაოდ პოპულარულია თავისი არაორდინალური, საინტერესო ნამუშევრებით. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ცდილობს საკუთარი […]

იაიოი კუსამა – თანამედროვეობის ალისა საოცრებათა სამყაროში

  „მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად. იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს […]

© 2023 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |