მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: ყავის ქარხანა და სათავო ოფისი ფართობი: 10 500 კვ.მ სტატუსი: მიმდინარე წელი: 2016 – დღემდე ქალაქის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარე ეს ობიექტი ნაკლებად ათვისებულ გარემოშია განთავსებული. შენობას გარს მინდვრები და ფიჭვის ხეები აკრავს და მასში განთავსებულია ყავის საწარმო, ოფისები, დასაგემოვნებელი სივრცეები და ყავის ექსპონატების საგამოფენო სივრცე. ინტერიერი უწყვეტი, დაუბრკოლებელი სივრცეა მინის […]
თაგი: არქიტექტურა

ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზდული ცენტრი და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
ავტორი: T-Architects | კოლაბორაცია: ნიკოლოზ მაისურაძე, დავით ცანავა მდებარეობა: ზუგდიდი, საქართველო ფართობი: 1500კვ.მ გუნდი: გიორგი ინასარიძე, ლევან მირიანაშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე, გიგი თავიდაშვილი სტატუსი: კონკურსი (პირველი ადგილი) დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი ბიუჯეტი: 5 მლნ. ლარი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზუგდიდის ცენტრში, დადიანების სასახლის მიმდებარედ. შენობა რეფლექსირებს ურბანულ გარემოზე და თავისი ჯვარედინი ფორმის საშუალებით ოთხივე მიმართულებით ორიენტირებულია ხედებზე, (დადიანების […]

საცეკვაო სტუდია – დავით გიორგაძე არქიტექტორები
პროექტი: საცეკვაო დარბაზი და აუდიტორია თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიისთვის მდებარეობა: თბილისი, საქართველო ფართობი: 300 კვ. მ სტატუსი: დასრულებული გუნდი: დავით გიორგაძე, ედიშერ წოწერია, დარეჯან ბეშქენაძე ავტორისგან: ” შენობა ქალაქ თბილისში ორი ძირითადი ცენტრალური რაიონის, ვაკისა და საბურთალოს საზღვარზე, მდ. ვერეს მიერ ხეობაში მდებარეობს. შენობასთან სამისამართო მისასვლელი ვაკის მხრიდან ურბანული ქსოვილის გავლით ხდება. აქ მოხვედრის დროს […]

ჰენინ ლარსენის დიზაინით აბასთუმანში სასტუმრო შენდება
არქიტექტურა: ჰენნინ ლარსენ არქიტექტორები ლანდშაფტის დიზაინი: ManMadeLand ადგილობრივი არქიტექტორები: DMark ფართობი: 25000 მ2 წელი: 2011 ავტორისგან: „ახალი სასტუმრო და სპა აგობილი ვიზიტორებს მთების სიმშვიდესა და ფუფუნებას სთავაზობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე. მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო დანიელი არქიტექტორი ჰენინ ლარსენის დიზაინის მიხედვით. მე -19 საუკუნეში აბასთუმანი ცნობილი იყო როგორც ფიზიკური და ფსიქიკური გაახალგაზრდავების ადგილი არა […]

პეტრე ოცხელის პავილიონი
2017 წელს, ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ „პროექტი 12“იყო, სადაც 12-მა მიწვეულმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის შემოქმედება თავიდან გადაიაზრა და მას ახალი გამოვლინება უპოვა. ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების თავიაანთი ალტერნატიული ხედვა სხვადასხვა ტექნიკებში წარმოადგინეს: ციფრული ხელოვნება, ნეონის ნათება, […]

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში
პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

პოლონეთის პავილიონი ”Fair Building” მშნებელობაზე მომუშავე ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან […]

რიკარდო ბოფილის La Muralla Roja ანუ წითელი კედელი კალპე, ესპანეთში
ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ კალპეში „წითელი კედელი“ 1968 წლიდანაა „აღმართული“. La Muralla Roja-ს მკვეთრი ფერები ან კონტრასტშია გარემოსთან, ან იდეალურად ერწყმის მას. არქიტექტორ რიკარდო ბოფილის ამ საცხოვრებელ კომპლექსში აშკარად იგრძნობა არაბული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების არქიტექტურის გავლენა. La Muralla Roja-ს მშენებლობა 1973 წელს დასრულდა და მისი დიზაინი ესპანელ არქიტექტორს, ლეგენდარულ რიკარდო ბოფილს ეკუთვნის. არქიტექტორი 1939 წელს ბარსელონაში, […]

თეთრი ტილო MUA-სგან
არქიტექტურა: MUA ნიკა გურაბანიძე, ნიკა მაისურაძე, სალომე ღუდუშაური, ნიკოლოზ ქსოვრელი, ეკა რეხვიაშვილი, ტატა ქოიავა, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი მდებარეობა: თამარ ჭოველიძის ქ. თბილისი, საქართველო სამშენებლო ფართი: 550მ2 წელი: 2015 ამ სტატიაში წარმოდგენილი პროექტი არის თბილისის საკმაოდ სპეციფიური ნაწილის, დიდი ფაესულობის მქონე პატარა მიწის ნაკვეთის, სამომავლო განვითარების გადაწყვეტილების შეთავაზება. მისი მნიშვნელობა შეგვიძლია განვსაზღვროთ უფრო როგორც […]

ჰამბურგში ჰერცოგ დე მეირონის საკონცერტო დარბაზის10 წლიანი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
10 წლიანი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება – 2017 წლის 11 იანვრიდან, მუსიკის მოყვარულებს უკვე შეეძლებათ ჰამბურგის ახლად აშენებულ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი კომპოზიტორების მოსმენით დატკბნენ. კონსტრუქცია თითქმის დასრულებულია; დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს 6000 კვ.მ. სიდიდის კედლისა და ჭერის მოპირკეთებაზე, ასევე მონტაჟდება ორღანი. დასრულებულ მდგომარეობაში საკონცერტო დარბაზი ყველაზე მაღალი დასახლებული შენობა იქნება ჰამბურგში, 110 მეტრი სიმაღლით. პროექტზე მუშაობა […]

იტალიური საგვარეულო სახლი ”GG Loop”-მა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშად გარდაქმნა
ძველის გაცოცხლება ან მისთვის ახალი სულის ჩაბერვა, ორიგინალურ ხედვასა და უსაზღვრო ტალანტს საჭიროებს, რის ნაკლებობასაც არქიტექტორი Giacomo Garziano ნამდვილად არ უჩივის. მან სამხრეთ იტალიის ქალაქ ალტამურაში მდებარე მშობლების სახლის განახლება გადაწყვიტა. შენობა Giacomo-ს ბაბუამ 1950-იან წლებში ააშენა და უკვე 40 წელია, რაც Cherubino Garziano და Rosa Giorgi-ის საცხოვრებელი რეზიდენციაა. შენობა, ასევე, ხელოვანთა კოლექტივის Elephants […]

მე-17 საუკუნის სასაწყობე შენობის რეკონსტრუქცია რიგაში
ავტორები: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija არქიტექტორები: ლიენე გრიეზიტე, ლიგა ალპინე, რეინის ლიეპინშ, აიგა როიზენტალე, კარლის ლიიცის, რობერტს ვალდმანის კონსტრუქციები: SIA ”ARRA”, აივარს ვილმანიშ ფოტო: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija მდებარეობა: რიგა, ლატვია ფართი: 777m2 წელი: 2011 ლატვიელი არქიტექტორების გუნდმა, მე-17 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, თანამედროვე, მრავალფუნქციურ შენობად გარდაქმნა. მიუხედავად […]

ხმალაძე არქიტექტორების სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში
პროექტი: სარეკრეაციო /გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობა: შეკვეთილი, საქართველო არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე გუნდი: დიმიტრი ჯობაძე, ნანუკა ზაალიშილი, ელენე ბერაძე. ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ბათუმის McDonald’s-ის შენობით გაიცნო, ახალ პროექტზე მუშაობს. სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი შეკვეთილში აშენდება. ნამუშევარი ძირითადი შენობისგან, მასივში გაბნეული ცალკეული ეზოიანი ნომრებისა და მცირე ზომის ინდივიდუალური სახლებისგან […]