ARCHessories ეს არის ელისაბედ ზაუტაშვილის ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ხაზი. ელისაბედი არქიტექტორია და სახელწოდება ARCHessories ნაწილობრივ აქედან გამომდინარეობს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სამკაულები არქიტექტურული დეტალებისა და მასალებისგან არის შექმნილი. მეტალი, ტყავი, ზამში, მინა და კიდევ ბევრი სხვა – ეს ის მასალებია, რომელსაც დიზაინერი სასურველი შედეგის მისაღწევად იყენებს. თვითონ თავის ნამუშევრებს ელისაბედი რომელიმე განსაზღვრულ სტილს არ მიანიჭებს […]