ანდრეა გალვანი იტალიელი ხელოვანია. იგი 1973 წელს ვერონაში დაიბადა, დღესდღეობით კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ძირითადი პროფილი ფოტოგრაფიაა, მაგრამ კვლევის პროცესში ხშირად მიმართავს ინტერდისციპლინურ მიდგომას და იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. არტისტი ეგზისტენციალურ თემებზე მუშაობს და ექსპერიმენტის გრძელ და ბნელ გვირაბს ძალადობის დოკუმენტალისტიკით, ყოფის სიმყიფისა და დროებითობის ამსახველი ინსტალაციებითა და ენიგმატური ნახატებით მიუყვება. მისი იდეები ხან სკულპტურის […]