14 დეკემბერს „არტარეა“-ს საგამოფენო სივრცემ ანდრია დოლიძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. „On The Rope” („ბაგირზე“) ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ანდრიას ნამუშევრები ლაკონურად და უბრალოდ გვესაუბრება, მაგრამ მარტივი სტრუქტურის მიღმა ყოველთვის იგრძნობა ძალიან ფრთხილი და დახვეწილი სვლა იმპულსებსა და გამომსახველობითობას შორის. თითქოს მხატვარი მუდმივად ბალანსის დაცვას ცდილობდეს, ბაგირზე გადიოდეს და გარკვეულ […]