თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა. ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, […]