ნიუ-იორკის ცათამბჯენებს ახალი წევრი, 432 პარკ ავენიუ შეემატა. ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაში წლის ბოლომდე დაიწყება შესახლება. მსოფლიოს მასშტაბით იგი მეასე ცათამბჯენია. შენობის დიზაინი ნიუ-იორკში მომუშავე, ცნობილ ურუგვაელ არქიტექტორ რაფაელ ვინოლის ეკუთვნის, დეველოპერები “CIM Group” და “Macklowe Properties” არიან, ხოლო სტრუქტურული ინჟინერი WSP Cantor Seinuk-ია. პროცესები 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ადგილის გასათავისუფლებლად 1926 წელს […]