სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან […]
თაგი: 2016 Venice Biennale

ეგვიპტური პავილიონი ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე
ვენეციის ბიენალე არქიტექტურული კულტურის განუყრელი ნაწილია. წლევანდელი „რეპორტაჟი ფრონტიდან“ (Reporting from the Front) უნიკალურია და ხაზს უსვამს არქიტექტურის როლის პოტენციალს თემებში, საზოგადოებაში; როგორც ამ გამოფენის კურატორი, ალეხანდრო არავენა (Alejandro Aravena) ამბობს: „არქიტექტურა ეფექტურია, გავლენას ახდენს სხვებზე“. ეგვიპტურ პავილიონს არქიტექტორი აჰმად ჰილალი (Ahmad Hilal) ხელმძღვანელობს და კურატორობს ჯგუფთან ერთად, რომელიც Eslam Salem-ის, Gabriele Secchi-ის, Luca […]