10. რეკრეაციული ზონები სტატუსის გარეშე, მათში პრივატიზებული ნაკვეთები და მიმდინარე მშენებლობები იქეთ დეველოპერი თბილისის მერიის აქტიური ხელშეწყობითა და აქეთ ბეტონის ჯუნგლებში ამომხრჩვალი მოსახლეობა, რამდენიმე წელია თავგანწირულ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის მერია საბჭოთა დროინდელი ქალაქის გენგეგმიდან შემორჩენილი ცარიელი ადგილების ათვისებას აქტიურად განაგრძობს. ყველა ასეთი ტერიტორია თბილისის ცენტრსა და განსაკუთრებით გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება. გენგეგმის არარსებობის გამო გრძელდება […]