ეს ლაბირინთისებრი, ათი ურთიერთმკვეთი ცილინდრისგან აგებული პავილიონი, 2016 წლის ვენეციის არქიტექტურული ბიენალესთვის ჩილელმა არქიტექტორებმა, მაურისიო პესომ და სოფია ფონ ელრიქსჰაუზენმა შექმნეს. თითოეული ცილინდრი ერთ დანარჩენს მაინც ეხება, რაც ღია სივრცეების კომპლექსურ ქსელს ქმნის. ავტორებმა პროექტი დაახასიათეს, როგორც „ექსტერიერთა სერია სხვა ექსტერიერებში“, რომელმაც ვიზიტორებში შეგრძნებისმიერი განცდები უნდა გამოიწვიოს. მაურისიო პესოს სიტყვებით „ის ერთდროულად ძალიან კონცეპტუალურიცაა […]