Null

© Laurian Ghinitoiu

BIG -ის ”უხილავი მუზეუმი”, რომელიც ნაცისტების ბუნკერთან არსებულ ბორცვშია გათხრილი

პროექტი: Tirpitz– ის მუზეუმი ავტორი: BIG (Bjarke Ingels Group) არქიტექტორები: ბიარკ ინგელსი, (Bjarke Ingels) ფინ ნორქეარი (Finn Norkjaer) ფართობი: 2800.0 მ2 მდებარეობა: ბლოვენ, (Blåvand) დანია წელი: 2014-2017 დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია, ბი აი ჯი –მ (BIG) დაასრულა მშენებლობა „უხილავი მუზეუმისა“ ბლოვენში, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ აგებული ბუნკერის მიმდებარედ, ქვიშის ბორცვში ხაზოვნადაა გაჭრილი. […]

Photo: IDAAF Architects

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში

პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

© Cristóbal Palma

არქეოლოგიის მუზეუმი პერუში – Barclay & Crousse

პროექტი: არქეოლოგიის მუზეუმი არქიტექტორები: Barclay & Crousse მდებარეობა: აიქა, პერუ ფართობი: 1170.0 მ2 წელი: 2016 სამხრეთ ამერიკულ უდაბნოებს ისე არაფერი უხდება, როგორც წითელ პიგმენტ გარეული ბეტონი. სწორედ ასეთია არქეოლოგიის მუზეუმი აიქაში, რომლის არქიტექტურაც Barclay & Crousse-ს ეკუთვნით. შენობის სწორხაზოვნება უდაბნოს ტეხილი კლდეების ფონზე დინამიურ განწყობას წმნის. ფერები ქვიშაში გარდამავალია და ჩამავალი მზის სხივები მართკუთხა ვიტრაჟებში […]

Photo: Sandro Sulaberidze

გიორგი ჩხეიძე – ”ისე, როგორც არის”

არტარეაში გალერეა “ერთი”-ს ორგანიზებით გიორგი ჩხეიძემ ახალი ნამუშევრების სერია: „ისე, როგორც არის“ (As It Is) წარმოადგინა. შესრულების ტექნიკები, თემატიკა, ფერები – ჩხეომ ამ ექსპოზიციით თითქოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილსა და მიმართულებას ხელოვნებაში. მოზრდილი ზომის ტილოებზე შესრულების ბასრი ტექნიკა თავიდან პრინტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კარგად დაკვირვებული თვალი გიორგის პედანტურ და სუფთა ხელწერას მაშინვე შეამჩნევს. […]

Photo: Nanuka Zaalishvili

სტეფანწმინდა ურბანულ ქაოსში და ტურისტული სეზონისთვის მოუმზადებელი ინფრასტრუქტურა

„მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვარ ორი მინისტრი – საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთის მინისტრი“ – გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ მინისტრი) თბილისიდან ჩრდილოეთით, თერგის ხეობაში დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს. ყაზბეგის მყინვარწვერისა და გერგეტის სამების შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული, სალი კლდეებით შემოსაზღვრული და მწვანე ფერის გამაში ჩაკარგული სახლების სახურავებით, ადგილი, სადაც ვიზიტორების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს აურაცხელია. […]

Photo: Nanuka Zaalishvili

არქიტექტურა ჯავახეთში – სახლები გამწვანებული სახურავებით

ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; საქართველოს ეს ნაწილი დღეს ყველაზე საინტერესო ადგილია მოგზაურობისთვის, რადგან მის კულტურას სხვა მხარეებთან შედარებით ნაკლებად ვიცნობთ და უმეტესობა ამ ადგილებისა ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ლანდშაფტები ხელუხებელი, თანამედროვე ურბანული ქაოსისგან სრულიად თავისუფალი და მშვიდი; ტბებითა და მდინარეებით მდიდარი სამცხე-ჯავახეთი, […]

Dirsi

თბილისის ურბანული განვითარების 10 შეცდომა, რაც ისევ გრძელდება

10. რეკრეაციული ზონები სტატუსის გარეშე, მათში პრივატიზებული ნაკვეთები და მიმდინარე მშენებლობები იქეთ დეველოპერი თბილისის მერიის აქტიური ხელშეწყობითა და აქეთ ბეტონის ჯუნგლებში ამომხრჩვალი მოსახლეობა, რამდენიმე წელია თავგანწირულ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის მერია საბჭოთა დროინდელი ქალაქის გენგეგმიდან შემორჩენილი ცარიელი ადგილების ათვისებას აქტიურად განაგრძობს. ყველა ასეთი ტერიტორია თბილისის ცენტრსა და განსაკუთრებით გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება. გენგეგმის არარსებობის გამო გრძელდება […]

Photo: Christopher Herwig

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები აფხაზეთიდან

ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის […]

11205_22

ვერა ფაღავა – ქართული ფერწერის იშვიათი სიმდიდრე

ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით […]

Photo Courtesy of Studio

ჰოსტელი პინნ – სტუდიო +-

პროექტი: ჰოსტელი პინნ ავტორი: სტუდიო +- საერთო ფართი: 150კვ.მ მდებარეობა: მ. ლერმონტოვის ქ. თბილისი წელი: 2017   თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ჰოსტელი „პინნ“ გაიხსნა. პროექტზე „სტუდიო +- „ -მა იმუშავა. „სტუდიო +- „ ახალგაზრდა დიზაინერების, ელისაბედ ზაუტაშვილისა და ნატო ბაგრატიონის დუოა, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ სცენაზე. მათი ინტერიერებისთვის დამახასიათებელი ღია ტონალობაში გადაწყვეტილი […]

Courtesy of WUNDERWERK

ვილები გოლფის კომპლექსისთვის

პროექტი: ვილები გოლფის კომპლექსისთვის არქიტექტორი: WUNDERWERK + დავით გიორგაძე საერთო ფართობი: 500 ჰ ლოკაცია: თელეთი, საქართველო კლიენტი: Primera Golf and Residence საპროექტი ჯგუფი: გიგი შუკაკიძე, დავით გიორგაძე, ნიკოლოზ ლომიძე, სანდრო ღარიბაშვილი სტატუსი: კონკურსის გამარჯვებული წელი: 2016   თბილისის მახლობლად, თელეთის მთაზე Primera Residence Development and Construction LLC 18 წერტილიანი გოლფის კომპლექსს აშენებს 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, […]

თბილისის ძველი ფოტოები. Old photos of Tbilisi

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცოცხლების იდეები

„ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა II) დასაწყისი მაშინ როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, […]

Photography by Ana Tsitsishvili

ნინო ნოზაძის აპარტამენტი L

პროექტი: აპარტამენტი L დიზაინი: ნინო ნოზაძე მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 83 ფართობი: 190 კვ.მ წელი: 2016 დახვეწილობის საბოლოო ფორმა სიმარტივეა. – ლეონარდო და ვინჩი ხმაურიანი ქალაქის ყოველდღიურობისგან დაღლილი ადამიანისთვის, თავისი საცხოვრებლის ინტერიერი ყველაზე კარგი თავშესაფარი უნდა იყოს. არსებულ სივრცეებში ნივთები, ფერები და მასალა ჰარმონიულად თანაარსებობდეს და ქმნიდეს თბილ, სასიამოვნო გარემოს . აპარტამენტი L თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე […]

Photograph by Tony Webster

დონალდ ტრამპის არქიტექტურული გემოვნება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში მილიარდელმა უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და 2017 წლიდან დაიკავებს შტატების 45-ე პრეზიდენტის სავარძელს. შესაბამისად, მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. მედია ობიექტივში ხვდება ტრამპების ოჯახი და მათ შესახებ ნებისმიერი დეტალი ახალი ამბების ჰედლაინერია. სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი ტრამპი თავისი ექსცენტრიულობით გამოირჩევა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს და მერეც უამრავი სკანდალური განცხადების ავტორია. […]

Courtesy of Stipfold

Stipfold-ის გუნდის თეთრი ინტერიერი სახელწოდებით ”მღვიმე”

არქიტექტურა: Stipfold ინტერიერის დიზაინი: ბექა ფხაკაძე ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: აპარტამენტი ფართობი: 150 კვ.მ წელი: 2015-16   არქიტექტურულმა სტუდია Stipfold -მა ინტერიერის პროექტი დაასრულა თბილისში, რომელიც სითეთრით გამოირჩევა და კონტრასტს ხის მასალასა და წყლის ფერთან ქმნის. დიზიანი, რომელიც გუნდმა ამ კონკრეტული აპარტამენტისთვის შეიმუშავა, მარტივ ფორმებშია გადაწყვეტილი და თვალს არც ერთი დეტალი არ ტვირთავს. […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |