მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: ყავის ქარხანა და სათავო ოფისი ფართობი: 10 500 კვ.მ სტატუსი: მიმდინარე წელი: 2016 – დღემდე ქალაქის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარე ეს ობიექტი ნაკლებად ათვისებულ გარემოშია განთავსებული. შენობას გარს მინდვრები და ფიჭვის ხეები აკრავს და მასში განთავსებულია ყავის საწარმო, ოფისები, დასაგემოვნებელი სივრცეები და ყავის ექსპონატების საგამოფენო სივრცე. ინტერიერი უწყვეტი, დაუბრკოლებელი სივრცეა მინის […]
თაგი: თბილისი

საცეკვაო სტუდია – დავით გიორგაძე არქიტექტორები
პროექტი: საცეკვაო დარბაზი და აუდიტორია თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიისთვის მდებარეობა: თბილისი, საქართველო ფართობი: 300 კვ. მ სტატუსი: დასრულებული გუნდი: დავით გიორგაძე, ედიშერ წოწერია, დარეჯან ბეშქენაძე ავტორისგან: ” შენობა ქალაქ თბილისში ორი ძირითადი ცენტრალური რაიონის, ვაკისა და საბურთალოს საზღვარზე, მდ. ვერეს მიერ ხეობაში მდებარეობს. შენობასთან სამისამართო მისასვლელი ვაკის მხრიდან ურბანული ქსოვილის გავლით ხდება. აქ მოხვედრის დროს […]

აპარტამენტი თბილისში – სტუდია YØ DEZEEN
პროექტი: აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი ფართობი: 135 მ2 მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2015–2017 უკრაინულმა დიზაინ სტუდია YØ DEZEEN–მა თავისი პირველი ინტერიერი დაასრულა თბილისში. არტემ ზვერევისა და არტურ შარფის დუო 2010 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. მათი სტილი მასალების მრავალფეროვნებითა და ძვირადღირებული ავეჯის კომბინაციებით გამოირჩევა. 135 მ2 […]

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცოცხლების იდეები
„ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა II) დასაწყისი მაშინ როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, […]

BURGIO-ს ინტერიერი, ანუ ყველა სივრცისთვის არსებობს იმედი
პროექტი: ბურგიო – ბურგერებისა და სასმელების ბარი მდებარეობა: ამაღლების 8. თბილისი დიზაინი: IDAAF Architects ფართობი: 16მ2 წელი: 2016 16 მ2 ნახევრად სარდაფი, რომელიც ბურგიოს კაფისთვის შეირჩა, სავარაუდოდ, ყველაზე პატარა კაფეა თბილისში. ის სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს და მის რესტავრაციაზე იდააფ არქიტექტორებმა იმუშავეს. Photo Courtesy of Idaaf Architects Photo Courtesy of Idaaf Architects Photo Courtesy […]

ესტაკადა პუშკინი-კოლმეურნეობის ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად და უფრო მეტი ავტომანქანა თბილისს
კიდევ ერთი ბოდიში, რომლის მოხდაც მომავალი თაობისთვის მოგვიწევს, პუშკინის სკვერთან დაგეგმილი ესტაკადაა, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და მწვანე საფარის ნაცვლად შენდება და რომლითაც თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობამდე, ორმხრივი სამანქანო მოძრაობა აღსდგება. რა სარგებლობა მოაქვს ესტაკადებს? ესტაკადის სარგებელი ისეთი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, როგორიც თბილისია – ნულია. ისინი უფრო მეტ ავტომანქანებს იზიდავს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობას უფრო ტვირთავენ […]

კაფე ბაუჰაუსი
თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა. ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, […]

15 ყველაზე ლამაზი და 10 უშნო შენობა თბილისში
კარგი ამბავი ამ სტატიის წერისას ის იყო, რომ თბილისში უამრავი მიმზიდველი და დახვეწილი შენობა აღმოჩნდა, რიცხვი 15 ყველაზე ლამაზი შენობების ჩამოთვლითვის პირობითია, რეალურად გაცილებით ბევრი ძვირფასი შენობა გააჩნია დედაქალაქს. არც არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნება აკლია და მათზე წერა ხომ ერთ დიდი სიამოვნებად იქცა. ცუდი ამბავი ისაა, რომ უშნო შენობა უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ […]