ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ 2015 წელს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მუშაობის პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რამაც ამ გაჩერებებს დღევანდელობაში ახალი მნიშვნელობა შესძინა. გზებზე, სხვადასხვაგვარი ლანდშაფტების ფონზე გვხვდება, ერთგვარი „გზისპირა თავშესაფრებია“, მრავალფეროვანი ფორმებითა და ტექტურებით წარმოდგენილი. გამოიკვეთა დიზაინის რამდენიმე ტიპი, რომლის მიხდევითაც ისინი იქმნებოდა: ბეტონის სწორკუთხა ან პლასტიური ფორმა, რკინის სტრუქტურა, სხვადასხვა […]