არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი შთაგონების წყარო ხდებიან თავიაანთი დიადი საქმეების გამო. მოხდა მოვლენები, რომლებიც სტიმულს გვაძლევს, ჩვენც მოვიმოქმედოთ რაღაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და არსებობს ხელოვნების ქმნილებები, რომლებთან შეხება, მოსმენა და დანახვაც საკმარისია მძაფრი ემოციების გამოსაწვევად. ამ ყველაფერის გარდა კი არსებობს ადგილები დედამიწაზე, სადაც მოხვედრა ადამიანს ცვლის. ადგილები, რომელთა მონახულება გვაიძულებს გავხდეთ უკეთესები, ლანდშაფტები, რომელთა ფერთა გამა და აქამდე ჯერ არ ნანახი ფორმები მონუსხულს გვტოვებსთ და ბუნების კადრები, რომლებიც მთელი ცხოვრების ფონად მიყვება ჩვენს ცხოვრებას. დღევანდელი ორშაბათის ინსპირაციაა სვალბარდის კუნძულები ნორვეგიაში, ჩრილოეთ პოლუსთან. თოვლით დაფარული გარემო, ფერადი, პრიმიტიული ფორმის საცხოვრებლები და ველური ბუნება, სადაც ჩრდლიოეთის ნათებისა და პოლარული ღამის ჭრელი პეიზაჟები ცვლიან ერთმანეთს, ხოლო ქუჩებში თეთრი დათვები და ირმები დასეირნობენ.

სვალბარდი ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარე არქიპელაგია ნორვეგიაში, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს. კუნძულები 8-9 თვის გამავლობაში თოვლითაა დაფარული, თუმცა მიუხედავაად ამისა, მაინც თბილი მხარეა. ლანშაფტი მთიანია, სწორედ აქ მდებარეობს ნორვეგიის უმსხვილესი მყინვარი, აუსტფონა უდიდესი კუნძულებია სპიტსბერგენ, ნორდაუსლანდეტი, და ედგეოიანდი.

პირველად ტერმინი: „სვალბარდი“ (ცივი სანაპიროები) 12-ე საუკუნეშია მოხსენიებული ისლანდიურ ტექსტებში.

არქიპელაგი 1596 წელს ამერიკელმა ვილემ ბარენცმა აღმოაჩინა. 1600 – 1750 წლებში აქ ვეშაპის საერთაშორისო რეწვითი საქმიანობა მიმდინარეობდა, რამაც მნიშვნელოვნად შემაცირა მათი რაოდენობა. ამის შემდეგ ვეშაპებზე ნადირობა აიკრძალა.1906 წელს ჯონ ლონგეარმა დააარსა პირველი მაღარო, ხოლო 1920 წლის 9 თებერვალს პარიზში ხელი მოეწერა სვალბარდის ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც ის შევიდა ნორვეგიის შემდადგენლობაში.

სვალბარდის ისტორიაში აღსანიშნავი ფაქტია მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენები. 1941 წელს სამხედრო ოპერაცია „გაუნთლეტ“-ის დროს მოხდა საბჭოთა დასახლების ევაკუაცია, არქიპელაგი ნაცისტურმა მთავრობამ ჩაიგდო ხელში და იქ მეტეოროლოგიური სადგურები განათავსა. სპიცსბერგენში დარჩენილი ნორვეგიული გარნიზონი ნაცისტებმა 1943- ში აიღეს. ამავე დროს გაანადგურეს დასახლებები ლონგეარბაენსა და ბარენტსბურგში. 1945- ში კუნძულზე არსებულმა ნაცისტურმა მეტეოროლოგიურმა სადგურებმა კავშირი დაკარგეს მმართველ ორგანოებთან, იქ დარჩენილი ჯარისკაცები კი სელაპებზე მონდარიეებმა დაატყვევეს. ასე აღიკვეთა უკანასკნელი ნაცისტის ფეხი სვალბარდიდან. ომის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ კუნძულს თავის სამხედრო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო 1947 წელს. ორი წლის შემდეგ არქიპელაგმა “ ნატო“-ში შესვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

არქიპელაგის ფართობი 63,000 კვ. კმ -ია. აქ უხვად შეხვდებით ძველ მაღაროებსა და ველურ ბუნებას. გარემო სავსეა მსუქანა პოლარული დათვებითა და ჩრდილოეთის ფაფუკი ირმებით, რომლებიც პირდაპირ ქუჩებში დადიან. ასევე, თეთრი ფითქინა მელაკუდებითა და ჭყიპინა სელაპებით, რომლებსაც გარშემო უამრავი სახეობის ზღვის ფრინველი ეხვევათ. თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი ის სანახაობებია, რომელსაც აქაური ველური ბუნება მრავლად გვთავაზობს. „ჩრდილოეთის ნათება“, „პოლარული ღამეები“ და „შუაღამის მზე“ ის მოვლენებია, უამრავ ადამიანს რომ იზიდავს ამ მხარეში. არ არსებობს მნახველი, რომელიც არ გაოცდება იმ შთამბეჭდავი ფერთა გამით, ცა რომ ირთვება ჩრდლიოეთის ნათების დროს (ოქტომბერი-მარტის შუა რიცხვები ) მოცისფრო ნათელი ღამეებით, როცა არც ერთი ბნელი კუნჭული არ რჩება კუნძულებზე (26 ოქტომბერი-16 თებერვალი) და შუაღამის მზით, რომელიც ზაფხულის პერიოდში არასოდეს არ ჩადის და ზღვაზე მუდმივად მისი სხივები კაშკაშებს (19 აპრილი- 23 აგვისტო)

ის ფაქტი, რომ სვალბარდის ტერიტორიის თითქმის 65 % დაცული ტერიტორიებისაგან შედგება და მათ შორის არის სამი ნაკრძალი, ექვსი ეროვნული პარკი და 15 ჯიშის ჩიტის სახეობა, თავისთავად მეტყველებს ამ ადგილის უნიკალურობაზე. სითეთრეში ჩაფული ლანდშაფტები ქმნიან გარემოს, სადაც მიუხედავად სიცივისა, ბუნება წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. ყველასე მიმზიდველი ალბათ ისაა, რომ გარემო აქ ხელუხლებელია, მოკრძალებული სხვადასხვა ფერის შენობები კი მხოლოდ მონოტორული სითეთრისგან თავის დაღწევის მცდელობას წარმოადგენს.

სვალბარდის დედაქალაქი და ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ქალაქი ლონგეარბაინი 2,040 მოსახლით. აქ მდებარეობს მმართველი ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის 72% ნორვეგიელია, 16% რუსი/უკრაინელი, ხოლო დანარჩენი 12% სხვადასხვა ეროვნებისაა.

 

სხვა დასახლებები:

ბარენტსბურგი -რუსული სამთო თანამეგობრობა – 500 მოსახლე

ალესუნდი – ნორვეგიული საერთაშორისო კვლევითი ცენტრი – 25 მოსახლე

სვეა გრუვა – ნორვეგიის სამთო თანამეგობრობას – 240 commuters

ჰორნსანდი – პოლონური კვლევითი სადგური – 11 მოსახლე

დღესდღეობით კუნძული მეთევზეობის, სამეცნიერო ცენრებისა და უამრავი ტურისტის თავშეყრის ადგილია. ეს თოვლიანი მხარე თავისი უნიკალური ბუნებით იზიდავს ყველას, ვისაც ცხოვრებისაგან მძაფრი შთაბეჭდილებების მიღება სურს.

 

 

 

 

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი სვალბარდის შესახებ:

 

1. ლონგეარბაენი აგებულია ხიმინჯებზე

სვალბარდის კუნძულების ნიადაგი მუდმივად ნოტიოა და იყინება. ზედაპირიდან 40 მეტრის ქვემოთ კი არის მოძრავი ფენები, რომლებიც დნება და ხანდახან წყალდიდობას იწვევს.

 

2. შენობაში შესვლილას ფეხსაცმელების გახდა ტრადიციაა.

ამის აღსანიშნავი ნიშნები ყველგან შეგხვდებათ, იქნება ეს ეკლესია, მუზეუმი თუ სასტუმრო, თუმცა არ იდარდოთ, შენობაში შესვლისას თბილ ჩუსტებს აუცილებლად მიიღებთ სიცივისგან დასაცავად.

 

3. შეამოწმეთ თქვენი იარაღი კართან!

გარშემო 3000-ზე მეტი ცნობისმოყვარე და ხანდახან მშიერი პოლარული დათვი ცხოვრობს. აუცილებელია იარაღის გამოყენების ცოდნა და შენობის გარეთ მოძრაობისას მისი თან ტარება. შენობაში იარაღით შესვლა სვალბარდში აკრძალულია. ერთ-ერთი შენობის ვიტრინას საინტერესო წარწერაც აქვს: „ყველა პოლარული დათვი ამ მაღაზიაში უკვე მკვდარია, გთხოვთ დაუტოვოთ თქვენი იარაღი თანამშრომლებს.”

 

4. თოვლის სკუტერები აქ პრივილეგირებული ტრანპორტია გადაადგილებისთვის.

რადგანაც დასახლებული პუნქტების გარეთ გზები არ არის, სამოძრაოდ აქ თოვლის სკუტერები გამოიყენება. ლონგეარბაენში 2000 მოსახლისთვის 4000 სკუტერია გამოყოფილი.

 

5. მზე არ ამოდის 4 თვის განმავლობაში.

ყოველი წლის 25 ოქტომბერს მზე უკანასკნელად ჩადის და ამის მერე 8 მარტამდე აღარ ამოდის. ამ დღეს მზის სხივები ჰორიზონტზე ჩნდება და ძველი საავადმყოფოს ბილიკს ანათებს. ლონგეარბაენის მოსახლეობა სწორედ აქ იკრიბება 12:15 -ზე და იწყება 1 კვირიანი დღესასწაული, რომელსაც „სოლფესტუკა“ ჰქვია აღნიშნავენ მზის „დაბრუნებას“.

 

6. ქუჩებს არ აქვთ სახელები.

ისინი უბრალოდ დანომრილია. როგორც თვითონ აცხადებენ, ჩამოყალიბებული მამაკაცი არ აშენებს სახლებს ქუჩებში, რომლებსაც „მოცვის გზა“ ან „ ფუმფულა დათვის ეზო“ ჰქვია.

 

7. აკრძალულია კატის ყოლა.

აქ ვერც ერთ ოჯახში ვერ ნახავთ კატას, როგორც შინაურ ცხოველს. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან აქ მობინადრე იშვიათი ჯიშის ფრინველებს მატზე ნადირობით, ამ ცხოველი ყოლა აიკრძალა.

 

8. ჩრდილოეთის ირმები ქუჩებში მოძრაობენ.

ეს ცხოველები არ არიან მტაცებლები, ამიტომ ისინი თავისუფლად დადიან დასახლებულ პუნქტებში და საერთოდ არ აწუხებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

9. სიკვდილი კანონის დარღვევაა.

დიახ, აქ სიკვდილი აკრძალულია და საერთოდ არაა სახუმარო საქმე. ადრე აქ პატარა სასაფლაოც იყო, რომელიც 70 წლის წინ გააუქმეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიცვალებული არ იხრწნება ნოტიო ნიადაგის გამო. მეცნიერებმა რამოდენიმე გვამიც კი იპოვეს, რომელიც იდეალურადაა შემორჩენილი. ასე რომ თუ სიკვდილი აქ გადაწყვიტეთ, სხვაგან მოგიწევთ ადგილის მოძებნა.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest