ინტერიერის დიზაინი: მაია ბარათაშვილი

მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ლადო ასათიანის ქ.

ტექნიკური მხარდაჭერა: მაგაიკე შენგელია

ნეონის განათება: 60Watt Design |გიორგი მაღრაძე

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

მეტალის სამუშაოები: ზვიად ნადირაშვილი

სამღებრო სამუშაოები: ბობო

წელი: 2015

 

ვწერთ ინტერიერზე, რომელიც არა არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, არამედ ფერმწერის შექმნილია, რაც თავისთავად საინტერესო შემთხვევაა.

მაია ბარათაშვილისთვის ეს პირველი მცდელობაა. მანამდე ხელოვანიებას საქართველოსა და გერმანიში წლების მანძილზე სწავლობდა და მის მრავალ ფორმაში გამოსცადა თავი. ამ ინტერიერის დიზაინის შთაგონება მასთან მუსიკიდან მოვიდა, უფრო ზუსტად კი ჯგუფ „Velvet Underground”-ის ერთი კონკრეტული სიმღერიდან “Sunday morning”. როგორც ავტორი ამბობს – „კვირა ყოველთვის მშვიდი და კომფორტულია.“

 

ინტერიერი ეკლექტიკურია და შეიძლება ითქვას, რამდენიმე დროის პერიოდს აერთიანებს. თითოეულ სივრცეს საკუთარი სული აქვს: საძილე და საერთო/სასადილო ზონები თანამედროვე და ნეო გოთიკური სტილის ნაზავია, სამზარეულო 50-60-იანებს გვაგონებს, ხოლო სველი წერტილი თითქოს მომავლიდანაა.

ავეჯი და დეკორაციის თითოეული ნივთი ავტორის უშუალო მონაწილეობით არის შექმნილი და რესტავრირებული. მათი უმეტესობა მაია ბარათაშვილისა და მისი მეგობრების მიერაა რესტავრირებული. სასადილო ოთახში სკამების ზედაპირი შესაღებად მან მოამზადა და ასევე განაახლა მათივე ტექსტილის ნაწილი. მაგიდის თავზე დასმული ჭაღი რამდენიმე ძველი ნივთის ნაწილებისგან აეწყო. საერთო ოთახში კედლებზე დაკიდული ფერწერაც მაიას შექმნილია.

 

 

სამზარეულო – სავსე საბჭოთა ნივთებით, მყუდრო და ნოსტალგიურია. მე-20-ე საუკუნის 50-60-იანი წლები აქ გაცოცხლებულია თანამედროვე ფორმით. მაცივარი ხელოსნების საჩუქარია და სრულიად შემთხვევით ნაპოვნი. ამ საუცხოო ნივთის ფერი დიდი სიფრთხილით შეირჩა. იგივე სივრცეში მეორე დომინანტი და ასევე ხელნაკეთი ობიექტია – მოხატული, მრგვალი მაგიდა.

სან-კვანძი ცალკე ყურადღების ღირსია. თეთრ ფერში გადაწყვეტილ, სადა ინტერიერს, გიორგი მაღრაძის შექმნილი ფერადი და დინამიური სანათები აცოცხლებს. მათი ფორმა და ფერი არეული და მოუსვენარია.

 

 

ბინა სასეა მზის შუქით, კედლები და ჭერი მონოქრომული, იატაკი ხის – თბილი, ფანჯრისა და აივანზე გამსვლელი კარების ჩარჩოები იისფერი. ვფიქრობთ ეს ნაზავი სხვა მრავალ დეტალთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს არტისტისთვის პირველ წარმატებულ მცდელობად.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest