არქიტექტურა: Stipfold

ინტერიერის დიზაინი: ბექა ფხაკაძე

ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ტიპი: აპარტამენტი

ფართობი: 150 კვ.მ

წელი: 2015-16

 

არქიტექტურულმა სტუდია Stipfold -მა ინტერიერის პროექტი დაასრულა თბილისში, რომელიც სითეთრით გამოირჩევა და კონტრასტს ხის მასალასა და წყლის ფერთან ქმნის. დიზიანი, რომელიც გუნდმა ამ კონკრეტული აპარტამენტისთვის შეიმუშავა, მარტივ ფორმებშია გადაწყვეტილი და თვალს არც ერთი დეტალი არ ტვირთავს. სივრცეებში დახრილი კედლებია, რომლებსაც თითოეული სათავსოსთვის განსხვავებული ფუნქცია აქვს.

„ელემენტები, რომლებზეც სივრცითი გადაწყვეტის დიზაინია აგებული, სახლში შესვლისთანავე იშლება თვალწინ. მთავარ ოთახზე ხედი მხოლოდ ჰოლის დახრილი კედლების გავლითაა მიღწეული. დიზაინი ვიზიტორისგან მიზანმიმართულად მოითხოვს დროს, რათა ინტერიერის კომფორტულობა და მოხერხებული გარემო გაითავისოს. სახლში გადაადგილებისას ნათელი ხდება, რომ დახრილი კედლები მიმართულებას იძლევა ვიწრო სივრცეებიდან განიერში და პირიქით. ეს დახრილობა სივრცეს ერთდროულად ამკაცრებს და ჩვენი აზრით, გარემოს უფრო მყუდროს ქმნის.

დიაგონალურად დახრილი კედლები საძინებელ ოთახშიც გვხვდება, მაგრამ აქ ისინი სამუშაო გარემოს სივრცის გამოკვეთას ემსახურება. აბაზანაში კი დახრილობა მისაყრდნობად და სარელაქსაციოდ მოიაზრება.“ – Stipfold

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest